ქართული ფეხბურთის სამსაჯო კომიტეტს თურქი არბიტრი ჯიუნეთ ჩაქირი უხელმძღვანელებს.
46 წლის ჩაქირი ქართველი ქომაგისთვის კარგად ნაცნობი არბიტრია. მან 2007 წლის 26 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს თასის ფინალში თბილისის „ამერისა“ და „ზესტაფონის“ შეხვედრა იმსაჯა, რომელიც დიმიტრი ტატანაშვილის გოლით „ამერმა“ მოიგო (1:0).
2020 წელს „დინამო-არენაზე“ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების შეხვედრასაც თურქმა არბიტრი მოემსახურა.
ჯიუნეთ ჩაქირს საქართველოს ფეხბურთოს ფედერაცია ახალ პოზიციაზე უახლოეს პერიოდში წარადგენს.