ჭდე: ამერი

Home ამერი
ქართველი მსაჯების თურქი თავი
ჩანაწერი

ქართველი მსაჯების თურქი თავი

ქართული ფეხბურთის სამსაჯო კომიტეტს თურქი არბიტრი ჯიუნეთ ჩაქირი უხელმძღვანელებს. 46 წლის ჩაქირი ქართველი ქომაგისთვის კარგად ნაცნობი არბიტრია. მან 2007 წლის 26 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს თასის ფინალში თბილისის „ამერისა“ და „ზესტაფონის“ შეხვედრა იმსაჯა, რომელიც დიმიტრი ტატანაშვილის გოლით „ამერმა“ მოიგო (1:0). 2020 წელს „დინამო-არენაზე“ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების შეხვედრასაც...

ამერულ-აბრეზული ფოტო-ამბავი
ჩანაწერი

ამერულ-აბრეზული ფოტო-ამბავი

ეს ფოტო 2006 წლის 13 მაისს არის გადაღებული „მიხეილ მესხზე“. იმ დღეს საქართველოს თასის ფინალში „ამერმა“ „ზესტაფონი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და უამრავი გულშემატკივარი ამ ფინალს დღემდე ყველაზე სანახაობრივად მიიჩნევს საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში. თუმცა ეს ფოტო ახლა სხვა რამის გამო გავიხსენეთ. გუნდები მოედანზე ბავშვებთან ერთად რომ გადიან ხოლმე, ძველი და ჩვეულებრივი ამბავია. ეს თამაში კი...

ძალა და ღირსება
ჩანაწერი

ძალა და ღირსება

ერთი მეგობარი ფეხბურთელისგან მაქვს მოსმენილი, „ამერში“ გადმოსვლამდე, „ამერის“ გლდანის სტადიონზე მოწინააღმდეგის შემადგენლობაში რომ უთამაშია… გვძულდა აქ თამაშიო – გამიმხილა იმ ფეხბურთელმა – ბურთს რომ გავუშვებდით და სტადიონზე „ეს სულ ასე უბერავს“ ჩაირთვებოდა, გაშვებულ ბურთზე მეტი სიმწარე ამ სიმღერის მოსმენა იყოო. ცხადია, მეტოქეთა კარში ბურთებს აბრეზა, რატი, ტატანა და ბიჭები იტანდნენ, მაგრამ გია ნიკოლაძის (რომელიც „ამერის“...

ეს არის ზესტაფონი…
ჩანაწერი

ეს არის ზესტაფონი…

რომელ ლიგაშიც არ უნდა იყოს, „ზესტაფონი“ ყურადღებას იპყრობს. ეს ბრენდია. რამდენიმე ფაქტორია. არა მხოლოდ ორგზის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასები. კლუბს კარგი პირობები აქვს და მეტიც, ბალახის მოედნების მხრივ, საქართველოში საუკეთესოც კი. ლიგა 4-ისთვის ცოდოა… მითუმეტეს, ახლა კარგი გუნდიც შექმნეს. ნოსტალგიის ამბავიცაა. „ზესტაფონი“, „ამერი“, მათი დაპირისპირებები თასის ფინალებში და ჩემპიონატშიც. კლუბები სამომავლო ხედვით, პროფესიული მიდგომით და...