… ასე გაკეთდა ხვიჩას ტრანსფერი ნაპოლიში

Home დავთარი … ასე გაკეთდა ხვიჩას ტრანსფერი ნაპოლიში
… ასე გაკეთდა ხვიჩას ტრანსფერი ნაპოლიში

ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ საფეხბურთო ელიტაში შეიჭრა. სადებიუტო სეზონში 22 წლის ქართველი ოფიციალურად გახდა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე და ლიგის საუკეთესო ასისტენტი, მოიგო სკუდეტო (პირველი ნაპოლისთვის 33 წლის განმავლობაში), მიიღო მეტსახელი კვარადონა (ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას საპატივცემულოდ) და სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაზარდა. ასე აფასებს მას და თანხა არც ისე დიდი ჩანს.

წელიწადნახევრის წინ ასეთი გარღვევის წარმოდგენა არარეალური იყო. 2022 წლის თებერვალ-მარტში ხვიჩა რუბინთან ერთად რუსეთის პრემიერლიგის ბოლოში მიჩანჩალებდა ცხრილის ბოლოში: წააგო კარპინის როსტოვთან და ბერეზუცკის ცსკა-სთან 6 გოლი გაუშვა.

ამ მარცხის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

ახლა ხვიჩას რუბინიდან წასვლასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა: კლუბმა კონტრაქტის გაყინვის ნაცვლად ქართველი უფასოდ გაუშვა, ბოსი ცუღლუტობდა, აგენტმა კი საქართველოში წაიყვანა მეგობრებთან.

24 თებერვლის შემდეგ ფიფამ რუსეთის ჩემპიონატში უცხოელებს უფლება მისცა გაეყინათ კონტრაქტები და სეზონი სხვა ლიგაში დაესრულებინათ. 30-ზე მეტმა მოთამაშემ და მწვრთნელმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით.

რუბინიდან თითქმის ყველა ლეგიონერი წავიდა. მაგრამ თუ დრეიერმა, ბეგიჩმა, ურემოვიჩმა, ხაკშაბანოვიჩმა, ჰვანგ ინ ბუმმა და აბილგორმა კლუბთან კონტრაქტები შეაჩერეს, ხვიჩამ ის გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ბათუმის დინამოში გადავიდა.

თავიდან რუბინის გენერალური დირექტორი, რუსტემ საიმანოვი კონტრაქტის გაყინვაზე საუბრობდა. „ხვიჩა ბათუმის დინამოში ითამაშებს? სრულიად შესაძლებელია. უეფამ საშუალება მისცა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს“, – განაცხადა საიმანოვმა 2022 წლის მარტის ბოლოს.

ერთი კვირის შემდეგ, რუბინის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ კონტრაქტი შეწყდა.

„თავდაპირველად კონტრაქტი შეჩერებული იყო. დამატებითი მოლაპარაკებების შემდეგ ფეხბურთელს შევხვდით და გადავწყვიტეთ კონტრაქტის გაწყვეტა. გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ ის და მისი ოჯახი საქართველოში რუსულ კლუბში ყოფნის გამო კრიტიკისა და აგრესიის წნეხქვეშ იდგნენ. ასევე, ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელის მომავალი ბედის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

ხვიჩა ბათუმში თავისი აგენტის, მამუკა ჯუღელის დინამოს ხელმძღვანელობასთან მეგობრობის გამო მოხვდა: 90-იან წლებში ის გენერალურ დირექტორ ბალაძის პერიოდში თამაშოობდა (ბალაძე – ბათუმში, მამუკა – ფოთში),  სპორტულ დირექტორ დვალიშვილთანაც კარგი  ურთიერთობა აქვს.

ხვიჩამ დინამოში 11 მატჩი ჩაატარა და ნაპოლიში 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. გარიგების ღირებულება ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ, 10 მილიონ ევროზე და ნეაპოლელთა იუვენტუსზე, რომასა და რეალ სოსიედადზე გამარჯვებაზე ისაუბრა.

***

რაც უფრო სწრაფად იქცეოდა ხვიჩა სუპერვარსკვლავად, მით უფრო მინდოდა ორი კითხვის გარკვევა:

  1. რატომ გაუშვა რუბინმა ფეხბურთელი უსასყიდლოდ, რომლისთვისაც 2021 წლის შემოდგომაზე 30 მილიონი ევრო ითხოვა (ამის შესახებ ჯუნტოლიმ და ნაპოლის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა ისაუბრეს)?
  2. ვინ მიიღო ფული ნაპოლიდან, თუ გავითვალისწინებთ რუბინიდან უფასოდ წასვლას და მამუკას სისხარტეს.

სინამდვილეში ნაპოლიმ ხვიჩაში 13 მილიონი ევრო გადაიხადა. ბათუმის დინამოს 3,7 მილიონი დარჩა. თითქმის 10 მილიონი კი, როგორც ჩანს, თავად ხვიჩას ანგარიშზე დაირიცხა.

2023 წლის ზაფხულში, ბათუმის დინამოს ვებგვერდზე გამოჩნდა დოკუმენტი სახელწოდებით „2022 წლის ფინანსური ანგარიშგება და ინფორმაცია აგენტებსა და შუამავლებზე გადახდილი თანხების შესახებ“. თავიდან მეგონა, რომ ეს იყო ფორმალური პასუხი ან რაღაც ისეთი, როგორიც ფედერალური საგადასახადო სამსახურის მონაცემებია ხოლმე რუსული კლუბების შესახებ – ისინი საერთო შემოსავალებს და ხარჯებს ამჟღავნებენ, მაგრამ დეტალების გარეშე.

ბათუმის დინამოს ანგარიში ასეთი არ არის. რვა ფურცელზე კლუბი დეტალურად ასახავს ხარჯებს, საუბრობს ვალებსა და ბალანსებზე და ასევე ადარებს ციფრებს 2021 წელთან.

ბილეთებმა, სასპონსორო შემოსავლებმა, ევროპის თასის პრიზებმა და ფედერაციის/მუნიციპალურმა შემოსავლებმა დინამოს დაახლოებით 8 მილიონი ლარი (2,8 მილიონი ევრო) მოუტანა. ამ მაჩვენებლის შესახებ 2022 წლის გაზაფხულზე გენერალურმა დირექტორმა, ბალაძემ ინტერვიუში მითხრა.

და მხოლოდ ერთ კატეგორიაში გაიზარდა შემოსავლები მნიშვნელოვნად – „საქონლის გაყიდვები”. 2021 წელს დინამომ საქონელი 0 ლარად გაყიდა, 2022 წელს – 39 მილიონად (13,8 მლნ ევრო). ცხადია, სწორედ ამ ხაზით დააფიქსირა კლუბმა ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლები.

2022 წელს ბათუმმა სამი მოთამაშე გაყიდა. ირაკლი აზაროვი კრვენა ზვეზდაში 300 ათას ევროდ  (+20% გადაყიდვა), თორნიკე გაფრინდაშვილი – 200 ათასად პოლონურ ზაგლებიეში. რჩება ხვიჩა.

ნაპოლის ყოფილი სპორტული დირექტორის, ჯუნტოლისა და La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტების თქმით, ნაპოლიმ ხიჩასთვის 10 მილიონი ევრო გადაიხადა. დინამოს ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა: რეალური ფასი 13 მილიონი ევროა.

რაც შეეხება ხარჯებს:

2021 წელს საოპერაციო ხარჯებმა ოფიციალურად დაახლოებით 11 მილიონი ლარი (3,8 მილიონი ევრო) შეადგინა. ეს არის ხარჯები ძირითადი საქმიანობისთვის: ხელფასები, პრემიები, მატჩების ორგანიზება, სხვა ხარჯები და ფრენები. 2022 წელს ეს მაჩვენებელი მოულოდნელად გაიზარდა 350%-ით.

დინამოს ხარჯები 2022 წელს თითქმის 39 მილიონი ლარია (13,6 მილიონი ევრო). აქედან 35 მილიონი ლარი (12,4 მილიონი ევრო) კატეგორიაში „ფეხბურთელები – ხელფასი და ანაზღაურება“ ფიქსირდება. ეს 4,5-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით.

მთელი ფული ხვიჩას ხელფასზე წავიდა? სიტყვა დინამო ბალაძეს გენერალურ დირექტორს, რომელთანაც გასულ წელს ვესაუბრეთ:

– კვარაცხელიას პირობითი 70-100 ათას ევროს ვერ მივცემდით..

ანუ ხვიჩამ თქვენგან სტანდარტული ხელფასი მიიღო – რამდენიმე ათასი ლარი?

– დიახ. ყველაფერი რაც ზემოდანაა – მამუკაა.

თუნდაც ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს ჩემთან საუბარში ბალაძემ დეტალები არ იცოდა და რეალურად დინამომ ხვიჩას საბაზრო ხელფასი გადაუხადა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ფეხბურთელმა 3 თვეში 9,7 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ნაპოლისთან ხელახალი კონტრაქტის შემდეგაც მისი ხელფასი წელიწადში მხოლოდ 2,5 მილიონი ევროა.

აშ რაში დახარჯა დინამომ თითქმის 10 მილიონი?

– სავარაუდოდ, საუბარია ხვიჩას გაყიდვის პროცენტის გადახდაზე. ბათუმთან კონტრაქტის გაფორმებისას მას შეეძლო ეთქვა: „მინდა, ჩემი ტრანსფერის ღირებულების 70% გადამიხადონ“. ეს არის კლუბიდან აგენტების ფულის გამოტანის  გზა. ”- განუცხადა Sports.ru-ს წყარომ, რომელიც აგენტების ბიზნესის დეტალებს იცნობს.

ეს მეთოდი ლეგალურია?

– დიახ.

შეიძლებდა ხვიჩა ბათუმში ჩასულიყო და კონტრაქტში მსგავსი პუნქტი ჩაედო? რა თქმა უნდა, შეეძლო, მით უმეტეს, რომ რუბინიდან ბათუმში ნულ ევროდ გადავიდა. შეეძლო თუ არა ნაპოლის ფეხბურთელის შეძენა 13 მილიონ ევროდ? შეეძლო. შეძლო თუ არა ბათუმს ფეხბურთელისთვის ტრანსფერის 70% გადაეხადა? შეეძლო.

ყველაფერი ლეგალურია, თუ ფული მოთამაშის ანგარიშზე მოხვდა. ფიფას აქვს წესი, რომელიც კრძალავს მესამე მხარე ფლობდეს უფლებებს მოთამაშეებზე და გადაყიდვისას მიიღოს პროცენტი.

ეს მხოლოდ ფეხბურთელს და მის ყოფილ კლუბს შეუძლია, აგენტს ან რაიმე სახის საინვესტიციო ფონდს არ შეუძლია. სხვათა შორის, მაინტერესებს, შეინარჩუნა თუ არა დინამომ  ტრანსფერის პროცენტი – ვთქვათ, 20%. თუ ასეა, ეს იქნება ფანტასტიკური გარიგება. ხვიჩა 100-150 მილიონად გაიყიდება, ბათუმი კი 20-30 მილიონს მიიღებს. მაგრამ ამის გარეშეც მათ ყველაფერი ლამაზად გააკეთეს.

13 მილიონი ევროდან დინამომ 3,7 მილიონი დაიტოვა.კლუბის 3 მილიონი ლარის ზარალი 2021 წელს (1,1 მილიონი ევრო) შეიცვალა 9,4 მილიონი ლარის (3,3 მილიონი ევრო) მოგებით, რაც 2021 წლის ბრუნვასაც კი აღემატება…

(გაგრძელება 15 ივლისს)

 

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.