დამთავრდა გიორგი მამარდაშვილის თავგადასავალი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატში და მალე ის მთელი ყურადღებით „ვალენსიაზე” გადაერთვება.

Mamardashvili during the match against Israelმან დიდი როლი ითამაშა თავისი გუნდის წარმატებაში, მაგრამ მეოთხედფინალში 120 წუთის შემდეგ ქართველებმა წააგეს ისრაელთან. ისინი უპირატესობას ფლობდნენ და შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მეტოქემ პენალტებით გაიმარჯვა. „ვალენსიას” მეკარეს კი იღბალმა ზურგი აქცია.

„ვალენსიას” გოლკიპერი 21 წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მქუხარე სახელი იყო და იმავდროულად ის გახლდათ ტურნირის აღმოჩენის, საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშე. შეჯიბრების მსვლელობის დროს — პირველი მატჩის გარდა, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია — მან დიდებულად ითამაშა, 13 დარტყმა მოიგერია და სვანაძის გუნდის ბოლო შეხვედრაში, სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების MVP გახდა.

თუმცა, მეკარე კვლავ ვერ ვერ გაუმკლავდა თავის ყველაზე დიდ პრობლემას: პენალტებს. მან ოთხი მატჩისშემდგომი დარტყმიდან ერთიც ვერ აიღო და კარიერას განაგრძობს როგორც გოლკიპერი, რომელსაც პენალტი არასდროს მოუგერიებია. 120 წუთის განმავლობაში უბადლო, გადამწყვეტ მომენტში წარუმატებელი გამოდგა.

ვინსენტ ბურგუეტე superdeporte