მანჩესტერ სიტისთვის რეკორდები უკვე წარსულია

Home კატეგორიის გარეშე მანჩესტერ სიტისთვის რეკორდები უკვე წარსულია
მანჩესტერ სიტისთვის რეკორდები უკვე წარსულია

„მანჩესტერ სიტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ჰალდონ ალ მუბარაქი, მიიჩნევს, რომ ქალაქელები  2022/2023 წლების სეზონის წარმატების გამეორებას და თრებლის მოპოვებას კვლავ შეძლებენ.

„ჩვენ ახალ, თანამედროვე მემკვიდრეობას ვქმნით. მანამდე ინგლისში თრებლი მხოლოდ ერთხელ მოეპოვებინათ, რადგან ფეხბურთში ეს მართლაც ურთულესი საქმეა.

მოვიგეთ მსოფლიოს უმძიმესი ლიგა – პრემიერლიგა. შემდეგ, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მძიმე ტურნირია სპორტის სამყაროში – ჩემპიონთა ლიგა. ასევე მოვიპოვეთ ქვეყნის ასოციაციის თასი, წარმოუდგენელია.

ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა 24 წლის წინათ. ახლა კი მიუხედავად პრემიერლიგაში წარმოუდგენელი კონკურენციისა, ჩვენმა გუნდმა მიაღწია ამას.

თანაც ეს მოვახერხეთ უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაშით. მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ნებისმიერი მიღწევა, რადგან მომავალი მომავალია, რეკორდები კი უკვე წარსულია. მოდით, გადავხედოთ მომავალ სეზონს.

ნახეთ, რა გველოდება: ინგლისის, უეფას სუპერთასები და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. კლუბი პირველად მიიღებს მონაწილეობას უეფას სუპერთასისთვის მატჩში და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც.

გვინდა ამ თასების მოგება. გვსურს, ისინი დავამატოთ ამ დიდი კლუბის ისტორიას, მის მემკვიდრეობას. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიზნად ისახავს ახალი რეკორდებისა და სტანდარტების დამყარება-დაწესებას.“ –  ციტირებს ალ მუბარაქის სიტყვებს სიტის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...