Napoli falls on the star of Fiorentinaრუდი გარსიას „ნაპოლის” მწვრთნელად დანიშვნისთანავე ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ დაწერა, რომ ფრანგი სულაც არ იყო აურელიო დე ლაურენტისისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატი.

„გარსია ვეზუვის ძირში” — ასე ერქვა Speciale Calciomercato-ს გადაცემას, სადაც სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა რამდენიმე საათის დამთავრებული კასტინგის წინაისტორია მოჰყვა.

„დე ლაურენტისის პირველი კანდიდატი იყო ლუის ენრიკე, რომლისთვისაც „ნაპოლის” პრეზიდენტი წელიწადში 8 მილიონი ევროს დანიშვნას და ორი ბონუსის დამატებას აპირებდა. ის ესპანელს ორწლიან თანამშრომლობას სთავაზობდა შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით, მაგრამ მწვრთნელმა უარი თქვა.

შემდეგ იყო კრისტოფ გალტიე, რომელსაც „ნაპოლი” იმავე ვადებში წლიურ 4,5 მილიონ ევროსა და ბონუსებს ჰპირდებოდა, მაგრამ აქაც უარი მიიღო. რაც შეეხება რუდი გარსიას, ვადები მასთანაც იგივე დარჩება, მაგრამ რიცხვები კიდევ უფრო შემცირდება: მწვრთნელი წელიწადში 2,7-დან 3 მილიონ ევრომდე და ბონუსებს მიიღებს”.

გამოდის, რომ „ნაპოლიმ” მწვრთნელად ყველაზე სასურველი კანდიდატების ნაცვლად დანიშნა ის, ვინც რამდენიმე უარის შემდეგ ხელში შერჩა.

შემდეგ კი პედულა დე ლაურენტისის კრიტიკასაც არ მოერიდა. ექსპერტმა „აძურის” მეპატრონეზე ასე თქვა:

„მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში ბევრ უცნაურ შეუსაბამობას ვპოულობ. დე ლაურენტისმა დაამტვრია თოჯინა, რომელიც ხელში ეკავა. არადა, ამ ლამაზი, დაუზიანებელი თოჯინით მას კიდევ ორი წელიწადი შეეძლო ეთამაშა. მან სახლიდან გაუშვა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი. მან არაფერი გააკეთა მწვრთნელისთვის, ის „იუვენტუსშიც” კი არ გაუშვა…”.