საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე 24 ფეხბურთელით ვარჯოშობს. დღეს გუნდს შეუერთდნენ გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. ჩამოსასვლელი მხოლოდ „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე დარჩა, რომეოც ეროვნულ გინდს11 ივნისიდან შეუერთება.
გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „დიდი დრო გვაქვს ამ ორი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად. ვინც ადრე დავასრულებთ საკლუბო სეზონი, შედარებით ადრე დავიწყეთ მზადება. დაახლოებით ერთი კვირა დაგვრჩა მოსამზადებლად, კარგი პირობები გვაქვს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ. პირველ მატჩში ერთი ქულა ავიღეთ და ვგეგმავთ, რომ ამ ორ შეხვედრაში ჩვენი მონაგარი გავზარდოთ. რთული მატჩები გველის სტუმრად კვიპროსსა და შოტლანდიაში, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეკრების დასრულების შემდეგ, კმაყოფილები ვიქნებით”.