ვინის გუნდი…

Home აქეთურ-იქითური ვინის გუნდი…
ვინის გუნდი…

Vinicius Junior: Real Madrid's €1bn one-club man who will rival Erling  Haaland and Kylian Mbappeმადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი, შესაძლოა, კლუბში პროფესიონალური კარიერის ბოლომდე დარჩეს.

ეს აზრი ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა გამოთქვა მიუხედავად იმისა, რომ ვინისსიუსის პრემიერლიგაში გადასვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

მანამდე მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინისიუსის მიმართ გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების დამოკიდებულებაზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა დასძინა, რომ ბრაზილიელი უკვე „სამეფო კლუბის“ ისტორიის ნაწილია.

22 წლის თავდამსხმელი „რეალში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში მან „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 52 მატჩი ჩაატარა, 23 ბურთი გაიტანა და 21 საგოლე პასი გააკეთა.

Vinicius confirms Madrid stay, hails Neymar

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...