„იუვენტუსის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ გამოაცხადა, რომ 2024 წელს კარიერას დაასრულებს.
„როცა გაისად თამაშს შევწყვეტ, ვფიქრობ, იტალიის დაცვითი თამაშის ერა დასრულდება. სიამაყის მიზეზი გვაქვს. ბევრი მცველებისთვის ჩვენ (ბონუჩი, ბაძალი, კიელინი) კერპები ვართ. როგორც ჩვენთვის იყვნენ ბარეზი, მალდინი, ნესტა და კანავარო.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრს მივაღწიეთ და ბევრი დავუტოვეთ ფეხბურთს.“ – თქვა ლეონარდომ.
ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010 წლიდან 2017 წლამდე თამაშობდა, შემდეგ ერთი წელიწადი „მილანში“ გაატარა და 2018-ში ისევ „ბებერ ქალბატონს“ დაუბრუნდა.
36 წლის იტალიელი რვაჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ქვეყნის თასი, ხუთჯერ კი იტალიის სუპერთასი.
იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ფეხბურთელი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.