სამწვრთნელო ცვლილება მოხდა ეროვნულ ლიგა 2-ში მოთამაშე თბილისი „ლოკომოტივშიც“. მწვრთნელის თანამდებობა დატოვა გიორგი მინაშვილმა, მის ნაცვლად დედაქალაქურ კლუბს სათავეში რევაზ გოცირიძე ჩაუდგება.
გოცირიძის ასისტენტებად ზურაბ მენთეშაშვილი, დავით ხიტირი და დაჩი ფოფხაძე იმუშავებენ, ხოლო მეკარეების მწვრთნელი ჯაბა სამსონია იქნება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში ცხრილში 11 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ ბოლო, მე-10 ადგილზეა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
