რუსთავის „ხარებმა“ დიდი 10-ის გადამწყვეტი მატჩი მოიგო და საქართველოს სარაგბო ჩემპიონის გვირგვინი 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოირგო.

2022-23 წლის სეზონის დაგვირგვინება „ავჭალა არენაზე“ გაიმართა. დიდი 10-ის ფინალში რუსთაველებმა „ბათუმი“ დრამატულ ბრძოლაში 24:22 დაამარცხეს.

რკენა მართლაც იშვიათი დაძაბულობის გამოვიდა – „ხარებმა“ თამაშის დებიუტშივე დაკარგეს სანდრო ილურიძე, რომელიც უხეშობისთვის მატჩის ბოლომდე გააძევეს, მაგრამ ქვემოქართლელებმა შარშანდელ ჩემპიონ აჭარლებს მედგარი წინააღმდეგობა კაცნაკლულებმაც გაუწიეს და უფრო მეტიც – აჯობეს კიდეც. ეს იყო რაგბის ნამდვილი დღესასწაული, რადგან სტადიონის ტრიბუნებზე როგორც რუსთაველთა, ისე ბათუმელთა ფანობა მხურვალედ გულშემატკივრობდა თავის გუნდს.

მოკლედ, სარაგბო საქართველოს ახალი და ღირსეული ჩემპიონი ჰყავს – რუსთავის „ხარები“

No description available.