რუსთავის „ხარებმა“ დიდი 10-ის გადამწყვეტი მატჩი მოიგო და საქართველოს სარაგბო ჩემპიონის გვირგვინი 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოირგო. 2022-23 წლის სეზონის დაგვირგვინება „ავჭალა არენაზე“ გაიმართა. დიდი 10-ის ფინალში რუსთაველებმა „ბათუმი“ დრამატულ ბრძოლაში 24:22 დაამარცხეს. რკენა მართლაც იშვიათი დაძაბულობის გამოვიდა – „ხარებმა“ თამაშის დებიუტშივე დაკარგეს სანდრო ილურიძე, რომელიც უხეშობისთვის მატჩის ბოლომდე გააძევეს, მაგრამ ქვემოქართლელებმა შარშანდელ ჩემპიონ აჭარლებს...
