კვარა სკატენატო!

Home აქეთურ-იქითური კვარა სკატენატო!
კვარა სკატენატო!

ტურინში გამარჯვების შემდეგ (1:0), „ნაპოლიმ” ფაქტობრივად გაინაღდა იტალიის ჩემპიონობა და შესაძლოა ტიტული ოფიციალურად მომდევნო ტურშიც კი გაიფორმოს. ამისათვის საჭიროა „სალერნიტანას” მოუგოს, „ინტერი” კი „სან სიროზე” „ლაციოსთან” არ დამარცხდეს.

გამარჯვებული პარტენოპეელები გვიან ღამით მშობლიური ქალაქის აეროპორტ კაპოდიკინოში დაბრუნდნენ, სადაც უამრავი გულშემატკივარი დახვდათ. ქვემოთ გთავაზობთ კადრებს, სადაც ტიფოზები და კვარა დიდ გამარჯვებას ზეიომობენ. „კვარა სკატენატო” ანუ კვარა, შე მხეცო! — ყვირის ხალხი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.