რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა, რითაც „სან ანტონიომ“ 2022-2023 წლების სეზონი დაასრულა, მამუკელაშვილისთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. ტეხასელებმა „დალასი“ სტუმრად 138:117 დაამარცხეს და ამაში ჩვენებურის წვლილი ძალიან დიდია.

სანდრომ უკვე „სან ანტონიოს“ მაისურით, დალასის წინააღმდეგ 31:27 წუთი ითამაშა და 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 10-დან 4 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააგროვა ქულებშიც, მოხსნებშიც, პასებშიც… „სან ანტონიომ“ სეზონი 22 მოგებითა და 60 მარცხით დაასრულა…

სეზონი დაასრულა გოგა ბითაძემაც, რომლის გუნდიც, „ორლანდო მეჯიქი“ ფლეი ოფში ვერ გავიდა. ფლორიდელებმა რეგულარულ სეზონში 34 გამარჯვება მოიპოვეს და 48-ჯერ დამარცხდნენ. დასკვნით შეხვედრაში ორლანდოელები „მაიამი ჰითს“ ესტუმრნენ და ფლორიდული დერბი 110:123 წააგეს. საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედის წინ მეჯიქი 1 ქულით იგებდა, მაგრამ გადამწყვეტი მეოთხედის სტარტზე 4:18 გაექცა მეტოქე და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა.

ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 4 ქულა, 8 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური მიიღო.