რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა, რითაც „სან ანტონიომ“ 2022-2023 წლების სეზონი დაასრულა, მამუკელაშვილისთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. ტეხასელებმა „დალასი“ სტუმრად 138:117 დაამარცხეს და ამაში ჩვენებურის წვლილი ძალიან დიდია. სანდრომ უკვე „სან ანტონიოს“ მაისურით, დალასის წინააღმდეგ 31:27 წუთი ითამაშა და 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 10-დან 4 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი...
ჭდე: ბითაძე
შენგელია და ბითაძე სსრკ ნაკრებში
საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია რომ არ დაშლილიყო, ახლა რომელი ნაკრები უფრო ძლიერი იქნებოდა?- ამ კითხვაზე პასუხი ცნობილ რუს საკალათბურთო ექსპერტსა და კომენტატორ ვლადიმირ გომელსკიმ სთხოვეს. მისი სიტყვა კი ჩვენთვის საინტერესო გამოდგა. გომელსკიმ სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში ორი ქართველი კალათბურთელი ახსენა – თორნიკე შენგელია და გოთა ბითაძე. „დღევანდელი საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ნაკრებების შესაძლებლობები რომ განმეხილა, ამისთვის...
ნაყოფმა იკლო
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაციის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინდიანა პეისერსი“ სატურნირო ცხრილში ლიდერ „მილუოკს“ 4 მოგებით ჩამორჩება, ისე კი მე-6 ადგილზეა. ეს მოცემულობა მას შემდეგ დალაგდა, რაც ინდიანაპოლისელებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს. გოგა ბითაძის გუნდმა შინაურ კედლებში „იუტას“ 121:102 სძლია. რაც შეეხება ჩვენებურს, წინა მატჩისგან განსხვავებით მას მეტი სათამაშო დრო კი მიეცა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ქულათა მარაგის გრაფაში...
ბითაძის მოკრძალებული დრო
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამარჯვება მიითვალა „ინდიანა პეისერსმა“, რომელმაც შინაურ არენაზე „მემფის“ 126:114 დაამარცხა და ამ საქმეში თავისი მოკრძალებული წვლილი გოგა ბითაძემაც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა ამჯერად პარკეტზე წინა მატჩებთან შედარებით უფრო ცოტა დრო გაატარა. ინდიანაპოლისელთა მწვრთნელმა ჩვენებურს 7 წუთი მისცა, მაგრამ გოგა ამ მცირე დროშიც უქმად არ ყოფილა. მან 4 ქულა გააკეთა, რასაც თითო-თითო მოხსნა-დაფარებაც...
გოგას 15 წუთი
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა, ქართველ გულშემატკივართა ყურადღება ქალაქ ინდიანაპოლისისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ადგილობრივმა „პეისერსმა“ „ორლანდო მეჯიქს“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 111:106 დაამარცხა. „ინდიანა პეისერსის“ რიგებში გოგა ბითაძეს მწვრთნელმა ჯამში 15 წუთამდე სათამაშო დრო მისცა და ჩვენებურიც უგერგილოდ ნამდვილად არ გარჯილა. გუნდის დამრიგებელმა, ნეიტ მაკმილანმა გოგა სასტარტო ხუთეულში არ დააყენა და მატჩში სათადარიგო...
დაბრუნდა
მსუბუქი ტვინის შერყევა, რომელიც გოგა ბითაძემ „ვაშინგტონთან“ დაპირისპირების დროს მიიღო უკან მოტოვებულია. იძულებითი შესვენების გამო, „ინდიანა პეისერსის“ ახალბედა ცენტრი, ბოლო 3 მატჩში გუნდს ვერ ეხმარებოდა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი აღმოჩნდა და გოგაც პარკეტს „ჰიუსტონთან“ შეხვედრაში დაუბრუნდა. 20 წლის ქართველი ცენტრი მწვრთნელს სასტარტო ხუთეულში არ დაუყენებია და ის საქმეში მეორე მეოთხედის სტარტზე ჩართო. გოგამაც უმალ 2 საჯარიმო...
ბითაძემ ათვლა დაიწყო…
დაიწერა დამოუკიდებელი ქართული სპორტის კიდევ ერთი ახალი ისტორია. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეხუთე ქართველი გავიდა პარკეტზე. მერე რა რომ სადებიუტო მატჩში თავის გუნდს დიდად ვერ შეეწია, ამას სამწუხარო, მაგრამ ობიექტური ახსნაც აქვს. საქართველოს ნაკრების 20 წლის ცენტრს, მოედანზე შესვლიდან 4 წუთში მუხლი ასტკივდა და მწვრთნელმაც აღარ გარისკა, თორემ, დიდი ალბათობით, მეტოქის კალათში ბურთის ჩაგდებას ერთის გარდა...






