რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა, რითაც „სან ანტონიომ“ 2022-2023 წლების სეზონი დაასრულა, მამუკელაშვილისთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. ტეხასელებმა „დალასი“ სტუმრად 138:117 დაამარცხეს და ამაში ჩვენებურის წვლილი ძალიან დიდია. სანდრომ უკვე „სან ანტონიოს“ მაისურით, დალასის წინააღმდეგ 31:27 წუთი ითამაშა და 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 10-დან 4 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი...
