3:0 და 3:0

3:0 და 3:0

Scotland vs Cyprus - Daily Recordევრო 2024-ის შესარჩევი საქართველოსთვის ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენს ჯგუფში ორი მატჩი გაიმართა და ორივეში ფავორიტებმა იმარჯვეს და ორივეში ერთნაირი ანგარიშით.

ესპანეთის ნაკრები შინ ჩვენს მომავალ მეტოქეს, ნორვეგიის ნაკრებს დაუხვდა და 3:0 მოუგო. ანგარიში მე-13 წუთზე დანი ოლმომ გახსნა. საათზე მეტი ტაბლოზე ეს ანგარიში ენთო, ვიდრე ხოსელუმ 2 წუთში დუბლი არ შეასრულა.

ასეთივე ანგარიშით შოტლანდიელებმა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი დაამარცხეს. მაკგინმა აქ ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა. სქოთებმა სოლიდური სხვაობა მხოლოდ მატჩის ბოლოს დააფიქსირეს – მაკტომინეიმ 87-ე და 93-ე წუთებზე ორჯერ დაამწუხრა კვიპროსელები.

ჩვენს ჯგუფში მომდევნო ტური 28 მარტს გაიმართება: საქართველო ნორვეგიას უმასპინძლებს, ხოლო შოტლანდია შინ ესპანეთს დაუხვდება.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.