No description available.საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ნორვეგიასთან შეხვედრით დაიწყებს. ამ თამაშებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა, მაგრამ მასში ერთი იძულებითი ცვლილება უკვე მოხდა – ნაკრებს ტრავმის გამო დანიური „კოპენჰაგენის“ მცველი დავით ხოჭოლავა გამოაკლდა, მის ნაცვლად სანიოლმა გუნდში ბათუმის „დინამოს“ კაპიტანი მამუკა კობახიძე გამოიძახა.

ამას გარდა, ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრებში კიდევ ერთი დებიუტანტი მიიწვია – „დინამო“ 17 წლის შემტევი გაბრიელ სიგუა, ვინც დინამოელთა შემადგენლობაში ეროვნული ლიგის ხუთ თამაშში 3 გოლი გაიტანა.

მეკარეები გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

მცველები  გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარმცველები ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი),

თავდამსხმელები ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).