ცოტა უცნაური გამოდგა ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტური. ხუთიდან სამ შეხვედრაში თავიდან ვინც იგებდა, ბოლოს დამარცხდა. ასე იყო „შუქურა“ – „თელავის“ (1:2), „ტორპედო“ – „გაგრასა“ (3:1) და „ბათუმი“ – „სამტრედიას“ (3:2) მატჩებში.
„საბურთალოსა“ და „დილას“ შეხვედრა რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უგოლოდ დასრულდა.
„დინამომ“ კი გორში დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ კერკეტი „სამგურალი“ მაინც გატეხა და 2:0 გაიმარჯვა. დინამოელთა რიგებში დებიუტანტი გიორგი ხარაიშვილი გამოირჩა. მან 94-ე წუთზე გაუტანა წყალტუბოელებს, თუმცა გიორგი მოისწრაფიშვილის უზადო ქუსლური პასიც აუცილებლად აღსანიშნია. ეს გიორგის პირველი გოლი გახლდათ 2017 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ. მაშინ ხარაიშვილი „საბურთალოში“ თამაშობდა.
ანგარიში თავად გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა პენალტით.
დუბლი მიითვალა ქუთაისელმა ნიკა კაჭარავამ. „თელავმა“ კი პირველად გაიმარჯვა მიმდინარე სეზონში.
ახლა წაუგებლები: „დინამო,“ „ბათუმი“ და „ტორპედო“ არიან. მოუგებლები კი – „დილა“ და ბოლოადგილოსანი „გაგრა.“
ლიდერი კვლავ „დინამოა.“ მას ორი ქულით „ბათუმი“ ჩამორჩება. მესამე ადგილზე კი ქუთაისის „ტორპედო“ დგას.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:04ხვიჩა მოიგებს
