ბითაძე ჯადოქარია

Home სიახლეები ბითაძე ჯადოქარია
ბითაძე ჯადოქარია

Magic Sign Former Pacer Goga Bitadze | Hoops Rumorsთავისუფალი აგენტის სტატუსით გოგა ბითაძე სულ 2 დღე იყო და ახალი გუნდიც იპოვა –  23 წლის ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიქის“ კალათბურთელია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ცენტრი რამდენიმე დღის წინ „ინდიანა პეისერს“ დაშორდა. გუნდმა ჩვენებურთან თანამშრომლობა აღარ ისურვა. და მაინც, ბითაძე მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მაინც დარჩა.

ფლორიდულ კლუბთან კონტრაქტის პირობები არ გახმაურებულა, თუმცა ბითაძეს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად „ორლანდოშიც“ ბრძოლა მოუწევს. გოგას გარდა, „ორლანდოში“ 3 ნომინალური ცენტრი ირიცხება – ვენდელ კარტერი, ბოლ ბოლი და მორის ვაგნერი.

ბითაძე ახალ გუნდში 35-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „ორლანდოს“ 24 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. უახლოესი მატჩი კი 15 თებერვალს, „ტორონტოსთან“ აქვს.