ავსტრალიის ღია პირველობა დასასრულისკენ მიდის. ნახევარფინალისტები ცნობილია, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ერთეულთა შორის.
საინტერესოა, რომ საუკეთესო ოთხეულში მოხვდა პოლონელი მაგდა ლინეტი. 30 წლის ჩოგბურთელის საუკეთესო მიღწევა, აქამდე მესამე წრე იყო, ახლა კი… მაგდამ მეოთხედფინალში კაროლინა პლიშკოვა 6:3, 7:5 დაამარცხა და ნახევარფინალში ბელარუს ჩოგბურთელ არინა საბალენკას შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ ხორვატი დონა ვეკიჩი 6:3, 6:2 დაამარცხა. ნახევარფინალშია კიდევ ერთი ბელარუსი ვიკტორია აზარენკა, ვინაც ამერიკელი ჯესიკა პეგულა 6:4, 6:1 დაამარცხა. მეტოქედ კი, ყაზახი ელენა რიბაკინა ეყოლება, რომელმაც ლატვიელ ელენა ოსტაპენკოს 6:4, 6:2 მოუგო.
ვაჟთა შორის, ცხადია, მთავარი ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბმა მეოთხედფინალში რუს ანდრე რუბლიოვს მარტივად მოუგო – 6:1, 6:2, 6:4. ნოლეს მეტოქე ამერიკელი ტომი პაული იქნება, რომელმაც მძიმე ბრძოლა გადაიტანა ბენ შელტონთან – 7:6, 6:3, 5:7, 6:4. მეორე ნახევარფინალური წყვილი კი, ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა და რუსმა კარენ ხაჩანოვმა შეადგინეს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
