თბილისის „დინამოს“ ახალი ლეგიონერი ჰყავს – საქართველოს ჩემპიონმა კონგოს ნაკრების ცენტრალური მცველი 20 წლის ფრანსის ნზაბა. ფეხბურთელი „დინამოში“ ერთწლიანი იჯარით თურქეთის სუპერლიგის გუნდ სტამბოლის „ბაშაქშეჰირიდან“ გადავიდა.
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ისტორიული კლუბის წევრი გავხდი. მოტივირებული ვარ, ბევრი ვიშრომო, ყველას ვანახო ჩემი თამაშის ხარისხი და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო. მივესალმები „დინამოს“ გულშემატკივრებს – თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიო“, – თქვა ფრანსის ნზაბამ.
„ბაშაქაშეჰირში“ გადასვლამდე ნზაბა სამშობლოში ასპარეზობდა, თურქულ კლუბს კი 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მანამდე ის „ბაშაქშეჰირის“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.
ფრანსის ნზაბას კონგოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
