
„ბათუმმა“ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა – წავიდა მცველი ოლეკსანდრ აზაცკი, კარიერა დაასრულა გიორგი ნავალოვსკიმ, გუნდის დატოვებას აპირებს მეკარე მიხეილ ალავიძეც. სანაცვლოდ ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში რამდენიმე ახალწვეული გამოჩნდა.
„ბათუმის“ ღირსებას 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი დაიცავს, რომელთანაც კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა მისი გახანგრძლივების პერსპექტივით.
ჰაიდანის გარდა აჭარული კლუბის ხელმძღვანელობამ კიდევ სამი ტრანსფერის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია – მათ შორის ორი ლეგიონერი და ერთიც ახალგაზრდა ქართველი.
ახალი სეზონიდან „ბათუმში“ ითამაშებს დანიაში დაბადებული, წარმოშობით ეგვიპტელი 28 წლის ნახევარმცველი ალექსანდრ იაკობსენი და 27 წლის მეკარე ანტონ ჩიჩკანი, რომელიც გასულ სეზონში თბილისის „დინამოში“ ირიცხებოდა, მაგრამ გუნდი ისე დატოვა, მის შემადგენლობაში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია
„ბათუმმა“ ასევე 18 წლის ქართველი მცველი, „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი მუხრან ბაგრატიონი დაიმატა, მასთან „დინამომ“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
