ბიშტი მესის

Home აქეთურ-იქითური ბიშტი მესის
ბიშტი მესის

The emir of Qatar dresses Lionel Messi in a traditional bisht as the Fifa president, Gianni Infantino, looks onდანიელმა  კომენტატორმა, ფლემინგ ტოფტმა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები სასტიკად გააკრიტიკა, ფინალური მატჩის დამთავრების შემდეგ ლიონელ მესისთვის ნაჩუქარი ბიშტის გამო.

ბიშტი – მამაკაცის ტრადიციული სამოსია არაბულ სამყაროში, რომელსაც  ძირითადად, ქორწილებსა და რელიგიური დღესასწაულებისას იცვამენ.

„ეს აღმაშფოთებელია. ბოლოს და ბოლოს, მესი არგენტინელია და დაჯილდოებისას თანაგუნდელებთან ერთად საკუთარი ქვეყნის მაისურით უნდა მდგარიყო და არა მირთმეული ბიშტით. ეს მსოფლიო ჩემპიონატის უხერხულ სიმბოლოდ დარჩება. ყატარს ხომ არ გაუმარჯვია ტურნირში? მონდიალი მესიმ და მისმა მეგობრებმა მოიგეს. ეს დიდი შცდომაა ორგანიზატორების მხრიდან“, – ციტირებს ტოფტის სიტყვებს TV2.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს 2022წლის მუნდიალის ფინალში, არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნული გუნდი მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დაამარცხა და მესამედ მოიპოვა პლანეტის უძლიერესი გუნდის წოდება.

Lionel Messi and Argentina grab World Cup 2022 glory after penalties in final thriller with France - Eurosport

 

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.