მადრიდის „ატლეტიკომ” შესაძლოა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადამდგარ ლუის ენრიკეს შესთავაზოს სამსახური. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 2023 წელს ესპანეთის დედაქალაქის კლუბს არგენტინელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დატოვებს.
მოგეხსენებათ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლუის ენრიკესთან კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან წაგების შემდეგ შეწყვიტა. „ბარსელონას” ყოფილი თავკაცი ახლა ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს და ამბობს, რომ საქმეს ზაფხულიდან დაუბრუნდება.
ამასობაში, AS იტყობინება, რომ შესაძლოა ენრიკემ „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ამოჰყოს თავი. საქმე ის არის, რომ სიმეონემ შეიძლება „მატრასების მკერავები” დატოვოს. არგენტინელს მადრიდელებთან 2024 წლამდე აქვს ხელშეკრულება.
სიმეონე „ატლეტიკოში” 2011 წელს მივიდა და მთელი ეპოქა შექმნა.
კლუბის აღმასრულებელმა შეფმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა თქვა: „მე ლუის ენრიკე მომწონს როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი. ვფიქრობ ის საკმარისად ნიჭიერია საიმისოდ, რომ ლა ლიგის ნებისმიერი გუნდი გაწვრთნას. მისი კანდიდატურა ყველას აწყობს: მედიას, ფეხბურთელებს, კლუბებს. ის თამაშის უმაღლეს დონეს გვთავაზობს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
