ინგლისელმა თავდამსხმელმა ჯეკ გრილიშმა პირობა აასრულა — მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი თავისი პირველი გოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭუნას მიუძღვნა. ყატარი 22-ის მეორე დღეს ინგლისელებმა ირანს 6:2 მოუგეს. „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონთა ბოლო გოლი გაიტანა. ეს გახლდათ ინგლისის ნაკრების საუკეთესო სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
რაც შეეხება 11 წლის ბავშვს, მას გრილიში მუნდიალზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდა. ბიჭუნას სახელად ფინლის ცერებრალური დამბლა სჭირს, იგივე დაავადება, რაც ფეხბურთელის დას ჰოლის. ბიჭმა მოახერხა ვარსკვლავისთვის წერილი მიეწვდინა და ფეხბურთელმაც უპასუხა. შემდეგ, პრემიერლიგამ გაავრცელა კადრები, სადაც გრილიში და ფინლი ერთმანეთს შეხვდნენ და „სიტის” თავდამსხმელმა ბავშვს პირობა მისცა, რომ თავის მომდევნო გოლს მას მიუძღვნიდა. ფინლიმ გრილიშს სთხოვა, მიძღვნა გასაგები რომ გამხდარიყო ჭიაყელას ცეკვა შეესრულებინა, მაგრამ ფეხბურთელმა უპასუხა, რომ ცეკვა არ ეხერხება და ისინი ხელების ფრთებივით დაქნევაზე შეთანხმდნენ.
თამაშის შემდეგ გრილიშმა ინსტაგრამზე დაწერა: შენ გიძღვნი, ფინლი.
„ღმერთო ჩემო, ეს იყო უმშვენიერესი რაც კი მომდარა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მე შენ მიყვარხარ გრილიშ!”, — ასეთი იყო ბიჭუნას პასუხი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
