ქულები პოკერით…

Home სიახლეები ქულები პოკერით…
ქულები პოკერით…

No description available.საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მესამე მატჩში, თბილისის სპორტის სასახლეში, ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

ჯგუფის აუტსაიდერთან შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბოლოს მოახერხეს მოწინააღმდეგის გატეხვა და საბოლოოდ 6:4 მოიგეს. ავთანდილ ასათიანის გუნდიდან 4 გოლი ბრუნო პეტრიმ გაიტანა, ორი კი თალესმა ( ერთი პენალტით).

ამრიგად სამი ტურის შემდეგ, სამი მოგებით საქართველოს ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე ჩვენმა ნაკრებმა ორი მატჩი მოიგო – თბილისში 4:2 დაამარცხა ბელგია და სტუმრად 6:2 სძლია ავსტრიას.

ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სტუმრად, ბელგიაში, 2023 წლის 7 მარტს გამართავს.

No description available.