საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტმა რაფაელ პიმენტამ Téléfoot-თან საუბრისას განაცხადა, რომ პოგბა ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს.
“პოლს დიდი სურვილი ჰქონდა, მალე გამოჯანმრთელებულიყო და გუნდს და ნაკრებს დახმარებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ოპერაციის შემდეგ ჯერ ისევ რეაბილიტაცია სჭირდება. ასე რომ, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, პოგბა ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებში ვერ ითამაშებს“, – განაცხადა პიმენტამ.
შეგახსენებთ, რომ პოგბამ სეზონის წინ ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
