ერთ თვეზე ცოტა ნაკლები დარჩა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. მომავალი ტურნირისთვის ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გაფართოებული სიაში ვერ მოხვდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა.

ლუის ენრიკე მუნდიალის საბოლოო არჩევანს 5 მეკარიდან გააკეთებს, რომელთაგან სამი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს, ორი ესპანურ ლა ლიგაში: კეპა არისაბალაგა („ჩელსი“), რობერტ სანჩესი („ბრაიტონი“), დავიდ რაია („ბრენტფორდი“),  დავიდ სორია („ხეტაფე“) და უნაი სიმონი (“ბილბაო“).

ასე რომ, როგორც ჩანს, დავიდ დე ხეა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. 31 წლის გოლკიპერს, ესპანეთის ნაკრებში 45 თამაში აქვს ჩატარებული.