ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ იკერ კასილასმა სოციალური ქსელები ააფეთქა. მან თავის ოფიციალურ ტვიტერზე დაწერა: იმედია გაგებით მოეკიდებით, მე გეი ვარ.
ეს ტვიტი ცენტრალური ევროპის დროით 2 საათსა და 10 წუთზე გამოქვეყნდა და ინტერნეტიც ადუღდა — წამოვიდა კომენტარების ზღვა. საბოლოოდ, კასილიასმა ტვიტი წაშალა და გაჩნდა ახალი თავსატეხი: რას უნდა ნიშნავდეს ეს უკან დახევა? რაიმე კამპანიაა თუ სიმართლე?
ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ტექსტი კასილიასის დაწერილი არ იქნებოდა. მათი ვარაუდით, „რეალის” ყოფილ მეკარეს ტვიტერი ჰაკერებმა გაუტეხეს და სენსაციური სიტყვებიც მათი მოგონებულია. ზოგი უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ ეს იყო ხუმრობა, რადგან იკერს მობეზრდა ათას რამეს რომ აბრალებენ. ერთი ფაქტია, ეგრეთწოდებულ ვარდისფერ პრესაში სარა კარბონეროსთან განშორების შემდეგ კასილასის სახელი ხშირად ტრიალებდა.
დღესვე „ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა კარლეს პუიოლმა დაწერა: „იკერ, დროა ჩვენს შესახებაც ყველაფერი მოყვე”. ეს, რასაკვირველია ხუმრობა იყო და ხალხმა იფიქრა, რომ პუიოლმა „ლა როხაში” თანაგუნდელს ღლიცინში მხარი აუბა.
კიდევ იყო ვერსია, რომ კასილასი რაღაც სარეკლამო კომპანიაში იღებს მონაწილეობას…
ერთი ფაქტია: ყველაფერს ნათელი თავად იკერმა უნდა მოჰფინოს.