ბოლო არ ჩანს…

Home კატეგორიის გარეშე ბოლო არ ჩანს…
ბოლო არ ჩანს…

Fernando Verdasco vs Nikoloz Basilashvili: Prediction & Odds, Betting Tips  28/09/2022 | News & Previewნიკოლოზ ბასილაშვილი წარუმატებელ სერიას აგრძელებს და არავინ იცის, ამის ბოლო როდის იქნება.

ჩვენებური ისევ პირველი წრიდან გავარდა – ამჯერად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ATP-ის 250-იანი კატეგორიის ტურნირზე. ჩვენიანი 38 წლის ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან 6:7, 5:7 დამარცხდა.

პირველ სეტი თანაბრად დაიწყო, მერვე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი გაახერხა, 5:3 დაწინაურდა და სეტზეც აწვდიდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვეღარ მიიყვანა. ვერდასკომ მოახერხა და სეტი ტაი ბრეიკში გადაიყვანა, სადაც უბადლოდ ითამაშა – 7:1.

მეორე სეტის დასაწყისი ესპანელის იყო და 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ბასილაშვილმა მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა – 4:4. თუმცა, მე-12 გეიმში საკუთარი ჩაწოდება ესპანელს დაუთმო და მატჩიც დათმო.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...