საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი FIBA-ს განახლებულ რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. აქამდე ჩვენი ნაკრები 35-ე ადგილზე იყო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისა და ევრობასკეტის შემდეგ, განახლებულ რეიტინგში, 337.4 ქულით 32-ე პოზიციაზეა, რაც ბოლო წლების საუკეთესო შედეგია.
ცვლილებებია საუკეთესო ათეულშიც – სლოვენიის ნაკრებმა 2 პოზიციით უკან დაიწია, ხოლო არგენტინა 3 ადგილით დაწინაურდა. უცვლელი დარჩა მოწინავე სამეული – აშშ, ესპანეთი და ავსტრალია. რაც შეეხება ევროპის კონტინენტს – აქ საქართველო მე-18 ადგილზეა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი უახლოეს მატჩებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 და 14 ნოემბერს, შესაბამისად, ისლანდიასათან (სტუმრად) და იტალიასთან (შინ) ჩაატარებს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
