ფიბას ოფიციალური გაცხადების მიხედვით, თბილისში, ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის მატჩის დროს დუდა სანაძესა და ფურქან ქორქმაზს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დასრულებულია. კონფლიქტის მონაწილე კალათბურთელების გარდა სანქციები, შესაძლოა, გოგა ბითაძეს, თორნიკე შენგელიასა და ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას შეეხოს.
„2022 წლის 5 სექტემბერს ფიბამ ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის მატჩის დროს მომხდარი ინცინდენტის გამოძიება დაიწყო. საქმის მასალების, მათ შორის ვიდეომტკიცებულებების, გულდასმით განხილვის შემდეგ, ფიბამ არასპორტული საქციელის გამო, დისციპლინური სამართალწარმოება გოგა ბითაძის, დუდა სანაძის, თორნიკე შენგელიას, ფურკან ქორქმაზისა და ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციების მიმართაც დაიწყო“, – წერია განცხადებაში.
ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფიბამ მხარეებს გამოძიებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების წარდგენა მოსთხოვა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
