ჟიულ კუნდეს უხერხული ისტორია გადახდა. ამბობენ, მის გამო კინაღამ „ჩელსიში” გადასვლა ჩაეშალაო. საქმე ასე იყო: „სევილია” სეზონისწინა შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა, ფრანგი მცველი კი არ წაიყვანა, რადგან ესპანური კლუბი „ჩელსისთან” აწარმოებდა გამალებულ მოლაპარაკებებს. მხარეები კუნდეს ხუთწლიან ტრანსფერზე შეთანხმებულები იყვნენ. დაითქვა თანხაც, 55 მილიონი გირვანქა, 23 წლის ფეხბურთელმა კი ყველასთვის მოულოდნელად თავი დაადო და სევილიელთა ბანაკში ჩავიდა.
კუნდემ საკვირველი ვიზიტი იმით ახსნა, რომ მაშინ, როდესაც „სევილია” შეკრებაზე მუხლჩაუხრელად ვარჯიშობს, მისი მხრიდან ესპანეთში დარჩენა და განმარტოებით ძუნძული პროფესიონალის საქციელი არ იქნებოდა.
„სევილიას” კი სურს ფრანგი „ჩელსის” რაც შეიძლება მალე მიჰყიდოს. საქმე ის არის, რომ მცველს თვალი „ბარსელონამ” დაადგა, ხოლო „ბარსელონა” სევილიელთათვის ლა ლიგაში კონკურენტია. სხვა სიტყვით, კუნდეს „ბარსაში” გაყიდვა კონკურენტის გაძლიერება გამოვა. გარდა ამისა, „ჩელსის” ფული ხელთ აქვს, „ბლაუგრანამ” კი ჯერაც უნდა შეაგროვოს.
ამბობენ, რომ „სევილია” კუნდეს შემცვლელს უკვე დაეძებს, ასე რომ, სავარაუდოდ, მცველის „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლას მაინც არაფერი ემუქრება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
