ექტორ ბელერინს „არსენალიდან” წასვლა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით იძულებულია ლონდონში ივარჯიშოს. 27 წლის მცველმა გასული სეზონი ესპანურ „ბეტისში” გაატარა, სადაც „სამეფო თასი” მოიგო. მას უნდა სევილიის კლუბში იჯარით კი არ იყოს, არამედ საფუძვლიანად გადაბარგდეს; ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში ცრემლებადაც დაიღვარა, რადგან განშორებას განიცდიდა.
პრობლემა ის არის, რომ „ბეტისს”, რომელსაც ცნობილი ჩილელი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი უდგას სათავეში, ფინანსური პრობლემები აქვს. არ არსებობს გარანტია, რომ ბელერინი „ბენიტო ვილიამარინზე” დაბრუნდება, რის გამოც ჯერჯერობით „მეთოფეებთან” ერთად ვარჯიშობს.
მეორე მხრივ, მარჯვენა მცველი „არსენალში” თავს უცხო ნამდვილად არ გრძნობს. ის 2012 წლიდან ჩრდილო ლონდონური კლუბის წევრია და მის შემადგენლობაში 183 მატჩი აქვს ჩატარებული. გულშემატკივრების არცთუ მცირე ნაწილს ის უყვარს და მიაჩნია, რომ ძირითად შემადგენლობაში სწორედ კატალონიელი უნდა იყოს და არა სედრიკი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
