ბასილაშვილი აგრძელებს, გორგოძემ დაამთავრა

Home დავთარი ბასილაშვილი აგრძელებს, გორგოძემ დაამთავრა
ბასილაშვილი აგრძელებს, გორგოძემ დაამთავრა

უიმბლდონის პირველი წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 37 წლის ჩეხს, ლუკაშ როსოლს მოუგო და ამ პრესტიჟული ტურნირის მომდევენო ეტაპზე გავიდა.

როსოლი, რომელიც ATP-ს რეიტინგში 280-ე ადგილზეა, კერკეტი კაკალი გამოდგა და ჩვენებურმა მძიმე ბროლაში იმარჯვა – 6:7; 7:6; 3:6; 6:3;6:3.

REMARKABLE! Andy Murray Stuns 24th Seed Basilashvili in his First Singles  Match in Four Years at Wimbledon - EssentiallySportsბასილაშვილი სეტებში ორჯერ აგებდა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება მაინც შეძლო. პირველი და მეორე სეტი ერთნაირი გამოდგა: ჯერ ბასილაშვილმა დააბრეიკა მეტოქე, მაგრამ როსოლს გათანაბრების შანსი მისცა, რის შემდეგაც ტაი ბრეიკზე წააგო. ხოლო მეორე სეტში უკვე ჩეხი იგებდა და ბოლოს ბასილაშვილმა მოიგო.

მესამე სეტში ჩეხმა 6:3 იმარჯვა, ხოლო მეოთხე და მეხუთე სეტი ამავე ანგარიშით ბასილაშვილს დარჩა, რომელიც მეორე რაუნდში 25 წლის ფრანგ ქუენტინ ჰალის ეთამაშება.

ჰალისმა პირველ რაუნდში თანამემამულე ბენუა პერი 4:6, 6:1, 6:2, 6:4 დაამარცხა. ჰალისი მსოფლიოს 82-ე ჩოგანია…

30 წლის ეკატერინე გორგოძე კი, კარიერაში პირველად ითამაშა „დიდი მუზარადის“ ძირითად ბადეში, მაგრამ ასპარეზობა იქვე დაასრულა. გორგოძე რეიტინგში 43-ე ადგილზე მყოფ ირინა ბეგუს შეხვდა და 4:6, 1:6 დამარცხდა. რუმინელ ჩოგბურთელს მატჩის მოგება არ გასჭირვებია. თამაში სულ საათსა და 13 წუთს გაგრძელდა.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.