29 ივნისს, ელიგის მე-20 ტურში „ბათუმი“ „დინამოს“ უმასპინძლებს. წინა ორ წრეში ერთი შეეხვედრა ზღვისპირელებმა მოიგეს (3:0), მეორე ფრედ დამთავრდა (0:0). თამაშის შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას გააცილებენ ბათუმიდან. 1 ივლისიდან ის ოფიციალურად გახდება იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი.

ძალიან საინტერსო თამაში უნდა გამოვიდეს. ტური 2 ივლისს დასრულდება. შემდეგ კი ელიგაში 13 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდება.

ახლა კი მე-19 ტურის ამბებზეც ვთქვათ.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და მდგომარე-(ი)ს გამოსახულებარიხიანი ჭია

გიორგი ჭიაბრიშვილმა მართლაც რიხიანად დაიწყო „დინამოში“ მუშაობა – 2 მატჩი, 2 გამარჯვება, ბურთების შეფარდება 10:1…

წინა ტურში იყო „გაგრასთან“ 5:0, ახლა „ტორპედოსთან“ – 5:1… რაც მთავარია, მის ხელში „დინამო“ თითქოს გაცოცხლდა, ლამაზი, შემტევი და გააზრებული თამაშის ჩვენება დაიწყო, რაც მოახლოებული ევროტურნირების წინ ძალიან კარგი სიახლეა.

დინამოელთაგან დუბლი მიითვალა უკრაინელმა სტანისლავ ბილენკიმ, თითოც თორნიკე კირკიტაძემ, უსმანე კამარამ და დავით სხირტლაძემ გაიტანეს.

თავად ჭიაბრიშვილი ისევ მორიდებულია და ჯერჯერობით მადლობას კახა ცხადაძეს უხდის – კარგად მომზადებული ფეხბურთელები დამახვედრაო.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, მდგომარე ადამიანები, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებარეკორდსმენი ფლამარიონი

ლიდერ „ბათუმს“ ფლეი აუტის ზონაში მყოფ „სიონთან“ პირველ ტაიმში ცოტა გაუჭირდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ყველაფერი ადგილზე დადგა. ჯერ ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა საჯარომოს გარედან ეფექტური გოლი, ბოლოსკენ კი, არასრული ორი წუთის განმავლობაში ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი შეასრულა, ჯამში 13 გოლი მოუგროვდა და დამაჯერებლად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. უშუალო მდევარმა, საბურთალოელმა ირაკლი სიხარულიძემ 9-ჯერ გამოიჩინა თავი.

სხვათა შორის, ფლამარიონმა მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე დუბლი შეასრულა, რაც სეზონის რეკორდია.

ემოციურად მოშლილი „სამგურალი“

მეორე წრის საუკეთესო გუნდმა, „სამგურალმა,“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა. ამისდაკვალად, მესამე ადგილი „დილას“ დაუთმო, რომელმაც თავის მხრივ, „გაგრას“ ვერ აჯობა (1:1).

ბათუმელების არ იყოს, საბურთალოელებმაც ბოლოსკენ იძალეს. 87-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო, მერე ორწუთიან მონაკვეთში ხორვატმა ბენედიკ მოიჩმა და ირაკლი სიხარულიძემ ივარგეს.

„რთული თამაში გამოდგა. ბევრი იყო ორთაბრძოლები. მინდორი სველი გახლდათ, წყალი იდგა ზოგიერთ ადგილას. მიმაჩნია, რომ ბოლოსკენ ემოციურად მოვიშალეთ, შეცდომები დავუშვით  და სამწუხაროდ ორი გოლი გავუშვით“, – თქვა შემდეგ წყალტუბოელთა თავკაცმა, გიორგი მიქაძემ, რომელიც, შეგახსენებთ, მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

შეიძლება იყოს 6 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული, მდგომარე ადამიანები და ბალახი-(ი)ს გამოსახულებანიდერლანდელის იმედზე

ტურის ბოლო მატჩი კვირას გაიმართა საგურამოში. „ლოკომოტივმა“ „თელავს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ორივე გოლი „რკინიგზელმა“ დაჩი ფოფოხაძემ საკუთარ კარში გაიტანა…

შეხვედრა საინტერესო იმით იყო, რომ თბილისური კლუბი მინდორზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, 57 წლის ნიდერლანდელმა ჯონ ვან ლუნმა გაიყვანა. მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ინწკირველი შეცვალა. ვან ლუნს თავის დროზე „აიაქსის,“ „ფეიენოორდისა“ და „ანდერლეხტის“ მაისურები მოურგია. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც უთამაშია. ასე რომ, უსახელო კაცი არ არის.  თუმცა, ორიოდ დღეში, რა უნდა შეეცვალა.

სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში, უკვე მეშიდე სპეციალისტი შეიცვალა.

დილა 1:1 გაგრა

0:1 ვაწაძე (48), 1:1 ვაგნერ გონსალვესი (88)

საბურთალო 3:1 სამგურალი

1:0 გოჩოლეიშვილი (3), 1:1  ჯერალდო (25), 2:1 მოიჩი (87), 3:1 სიხარულიძე (88)

ბათუმი 3:0 სიონი

1:0 დავითაშვილი (53), 2:0, 3:0 ფლამარიონი (83, 85)

დინამო 5:1 ტორპედო

1:0, 2:0 ბილენკი (4, 46), 3:0 კირკიტაძე (57), 4:0 კამარა (64), 5:0 სხირტლაძე (77), 5:1 მჭედლიძე (89)

ლოკომოტივი 0:2 თელავი

0:1, 0:2 ფოფხაძე (12 საკ. კარში, 45 საკ. კარში)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო35238471:2877
ბათუმი35237585:32 76
სამგურალი351512855:4157
დილა351681145:3556
ტორპედო351581246:4653
საბურთალო351381451:4847
თელავი357171328:3636
გაგრა35991735:5536
სიონი357121633:5833
ლოკომოტივი35152926:968

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 13, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 9, ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი), ვაგნერ გონსალვესი (დილა) – 8, სტანისლავ ბილენკი (დინამო), ნიკა ხორხელი (სიონი) – 7