მოსკოვის „სპარტაკის“ პოლონელ მცველს, მაცეი რიბუსს, ქვეყნის ნაკრებში აღარ გამოიძახებენ და შესაბამისად ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ მიიღებს მონაწილეობას – გვამცნობს პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-ვერდი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩესლავ მიხნევიჩი, ესაუბრა 32 წლის ფეხბურთელს და აუხსნა, რომ მისი ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების მიზეზი რუსულ კლუბში თამაშია.
11 ივნისს რიბუსმა, თავისუფალი აგენტის სტატუსით, მოსკოვის „სპარტაკთან“ კონტრქტი გააფორმა. 2017 წლიდან კი ის მოსკოვისვე „ლოკომოტივში“ თამაშობდა.
პოლონეთის ნაკრებში მან 66 მატჩი ჩაატარა და 2 ბურთი გაიტანა. რიბუსი ევრო 2012 და 2020-ის, ასევე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
