ერთა ლიგის A დივიზიონის მე-3 ჯგუფში გერმანიამ იტალია შთამბეჭდავად დაამარცხა 5:2. გერმანელებმა გულშემატკივარს შემტევი ფეხბურთით მოაწონეს თავი. ეს იყო ბუნდესმანშაფტის პირველი გამარჯვება ამ შეჯიბრებაში სამი ფრის შემდეგ.
გერმანიას ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ოთხი თამაში არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ ახლა ეს პერიოდი დასრულდა, თან ეფექტურად. მასპინძელთაგან გოლები გაიტანეს იოზუა კიმიხმა, ილქაი გუინდოგანმა, თომას მიულერმა და ბოლო ორი ტიმო ვერნერმა.
იტალიელებმა მხოლოდ ხუთგოლიანი ჩამორჩენის შემდეგ მოახერხეს გერმანელთა კარში ბურთის შეგდება. ეს ჯერ თინეიჯერმა ვილფრედ გნოტომ შეძლო, სულ ბოლოს, მეოთხე წამატებულ წუთზე კი ალესანდრო ბასტონიმ.
რაც გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გახდა, ჰანსი ფლიკს 13 თამაშია არ წაუგია.
ოთხი ტურის შემდეგ გერმანია A3 ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა, იტალია კი 5 ქულით მესამეზე.
ჯგუფს 7 ქულით ლიდერობს უნგრეთი. ბოლო ადგილზე 2 ქულით ინგლისია.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
