ნაციონალური ჰოკეის ასოციაცის (NHL) წესებით, „სტენლის თასის“ გამარჯვებული გუნდის ყველა მოთამაშეს უფლება აქვს ეს ჯილდო საკუთარ ქვეყანაში ჩაიტანოს და იქაური გულშემატკივრები გაახაროს.
თუმც, წლეულს გამონაკლისი იქნება. NHL-ის კომისიონერის მოადგილე ბილი დეილი ამბობს, რომ წლეულს გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში რუსი ჰოკეისტი თუ იქნება, „სტენლის თასს“ საკუთარ ქვეყანაში ვერ ჩაიტანს.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საკითხი ამ დროისთვის განხილვის საგანი იყოს. ვფიქრობ, „სტენლის თასის“ რუსეთში ჩატანა არ მოხერხდება“, – აცხადებს დეილი.
გეტყვით, რომ NHL-ის მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებიან: „ფლორიდა“ – „ტამპა ბეი“; „კაროლინა“ – „ნიუ იორკ რეინჯერსი“; „კოლორადო“ – „სენტ ლუისი“; „კალგარი“ – „ედმონტონი“. ამ წყვილებში საკმაოდ ბევრი რუსი ჰოკეისტია თავმოყრილი.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
