ნაციონალური ჰოკეის ასოციაცის (NHL) წესებით, „სტენლის თასის“ გამარჯვებული გუნდის ყველა მოთამაშეს უფლება აქვს ეს ჯილდო საკუთარ ქვეყანაში ჩაიტანოს და იქაური გულშემატკივრები გაახაროს. თუმც, წლეულს გამონაკლისი იქნება. NHL-ის კომისიონერის მოადგილე ბილი დეილი ამბობს, რომ წლეულს გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში რუსი ჰოკეისტი თუ იქნება, „სტენლის თასს“ საკუთარ ქვეყანაში ვერ ჩაიტანს. „არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საკითხი ამ დროისთვის...
ჭდე: სტენლის თასი
ცუდი შედეგით, მაგრამ ფინალში…
სტენლის თასზე „მონრეალ კანადიენსმა“ საკუთარ მოედანზე ნახევარფინალური სერია 4:2 მოუგო „ვეგას გოლდენ ნაითს“. გადამწყვეტ მატჩში მასპინძლებმა ოვერტაიმში 3:2 იმარჯვეს. საინტერესო ის არის, რომ მონრეალელები ფლეი ოფში ყველაზე ცუდი შედეგით გავიდნენ. „მონრეალი“ გახდა მეორე გუნდი 1968 წლის შემდეგ გაფართოებულ ეპოქაში, რომელიც ფინალში ასეთი მაჩვენებლით მოხვდა. პირველად ეს „ნეშვილ პრედატორსმა“ 2017 წელს გააკეთა. ახლა „მონრეალი“ მეორე ფინალისტს...
100 000 დოლარი ერთგულ ქომაგს
ამერიკის ჰოკეის ნაციონალური ლიგის ფინალში „სენტ ლუის ბლუზმა“ მეშვიდე მატჩი 4:1 მოუგო „ბოსტონ ბრუინზს“ და პირველად დაეუფლა სტენლის თასს. აღმოჩნდა, რომ ამ მოგებამ კლუბის ერთგულ ქომაგს 100 ათასი დოლარი მოუტანა. სკოტ ბერი იანვარში ლას-ვეგასში ირთობდა თავს და იფიქრა, აქ წაგებას, სჯობს საყვარელ გუნდზე დავდო ფსონიო. იმ მომენტში „სენტ ლუისი“ დივიზიონში ბოლო ადგილზე იყო და მის...


