ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის ტურნირს მეორე წრეში დაემშვიდობა.ცენტრალურ კორტზე ბასილაშვილის მეტოქე კანადელ დენის შაპოვალოვი იყო.
მატჩი ერთ საათს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში წააგო – 4:6; 6:7.
თუ მეორე სეტის ტაი ბრეკს არ ჩავთლით, ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად გამოიყურებოდა.
ერთადერთი ბრეიკი პირველ სეტში გაკეთდა და ისიც ბოლოს. რვა გეიმი თანაბარი იყო, მხოლოდ მერცხეში იხეირა შაპოვალოვმა ბრეიკი და მე-10 გეიმით სეტიც მოიგო – 6:4.
მეორე სეტში ტაი ბრეიკამდე საქმე ისე მივიდა, რომ ჩოგბურთელებს ჩაწოდება არ დაუთმიათ – 6:6.
ტაი ბრეიკში კანადელი 5:1 დაწინაურდა, ნიკამ გაიბრძოლა, ჯერ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (4:5), შემდეგ შაპოვალოვის ჩაწოდებაზე მატჩ პოინტი გადაარჩინა, მაგრამ იქვე საკუთარი ჩაწოდებაც წააგო და მატჩიც…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
