ბასილაშვილის გზა რომშია

Home კატეგორიის გარეშე ბასილაშვილის გზა რომშია
ბასილაშვილის გზა რომშია

Basilashvili, Bautista Agut Return To Doha Final - Tennis TourTalkრომის 1000-იანი მასტერსი, რომლის საპრიზო ფონდი 6 008 725 ევროა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო.

ჩვენებურს პირველ წრეში დიდ ბრიტანელ დანიელ ევანსთან ბრძლა მხოლოდ პირველ სეტში გადახდა და საათსა და 46 წუთში იმარჯვა – 7:6, 6:2.

პირველ სეტში ნიკა ბრეიკით ორჯერ ჩამორჩა და 2:5-საც აგებდა. თუმცა, ორივეჯერ თამაში შემოატრიალა და ტაი-ბრეიკზე მეტოქე უშანსოდ დატოვა.

მეორე სეტი ქართველის გამოდგა: ბასილაშვილმა ევანსს პირველივე ჩაწოდება აართვა, ბოლოსკენ კიდევ ერთხელ იხეირა და 6:2 მოიგო.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მეორე წრეში კანადელი დენის შაპოვალოვი იქნება, რომელმაც იტალიელ ლორენცო სონეგოს 7:6; 3:6; 6:3 მოუგო.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.