ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბარსელონა“ თავდამსხმელ მემფის დეპაის გაყიდის. კლუბმა ნიდერლანდელი უკვე დააყენა ტრანსფერზე.
28 წლის ფეხბურთელის გასხვისებას კატალონიური კლუბი ფინანსური სირთულეების გამო ეშურება. გუნდის გაძლიერება სურს, თანხები კი არ ჰყოფნის. არსებული კონტრაქტის ვადა დეპაის გაისად, 30 ივნისს ეწურება.
ნიდერლანდელი „ბარსელონაში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა „ლიონიდან,“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. მისი გადაბირებით „ბარსას“ მაშინდელი თავკაცი, რონალდ კუმანი, პირადად გახლდათ დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში დეპაიმ ესპანეთის ჩენპიონატის 25 მატჩში ითამაშა, 11 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
