ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან ეკვადორის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთას ითხოვს.
ჩილეს მხარე აცხადებს, რომ ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელი ბაირონ კასტილიო კოლუმბიელია. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩილელებმა ფიფას უკვე წარუდგინეს, სადაც დასტურდება, რომ კასტილიო კოლუმბიაში დაიბადა.
არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ეკვადორელთა საბუთებით კასტილია 23 წლისაა, მაგრამ ჩილელების მიერ მიწოდებულ დოკუმენტებით 26 -ის არის.
ჩილე ითხოვს, რომ ეკვადორს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რვა შეხვედრაში, რომლებშიც კასტილიომ ითამაშა, ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს. და თუ ასე მოხდა, მონდიალის საგზურს ჩილე მიიღებს.
თავად ეკვადორელებმა ამ ბრალდებას ტყუილი და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უსუსური მცდელობა უწოდეს.