დარვინის თეორია: გოლები

Home კატეგორიის გარეშე დარვინის თეორია: გოლები
დარვინის თეორია: გოლები
დარვინ ნუნიესი 22 წლის ურუგვაელია. ამპლუით თავდამსხმელი, ლისაბონის „ბენფიკაში“ თამაშობს და მისი დიდი დამსახურება იყო, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე რომ მივიდა.
ბევრი გოლი გააქვს და ადარებენ ლუის სუარესს, ასევე ედინსონ კავანის. ნუნიესის გადაბირების მსურველების რიგი უდგას. „ბარსელონა“, პსჟ, „მანჩესტერ იუნაიტედი“… თუმცა ფავორიტი „ბარსაა“, რომელიც მზადაა, ლისაბონელთა მადა დააკმაყოფილოს.
„ბენფიკა“ 100 მილიონ ევროს ითხოვს. ამ სეზონში დარვინმა პორტუგალიის ჩემპიონატში 25 გოლი გაიტანა, 6 გოლი კი ჩემპიონთა ლიგაშიც დაამატა.
West Ham suffer Darwin Nunez blow amid transfer record bid rumours as  deadline looms - football.london

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ