რონალდ დე ბურმა ლამის ტელესკანდალი მოაწყო ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით.
როგორც იცით, ეს დღეებია, ყატარში ფიფას კონგრესი მიმდინარეობს, ხოლო 1 აპრილს მონდიალის წილისყრაა. ნიდერლანდების ნაკრების, „აიაქსის“, „ბარსელონასა“ და „გლაზგო რეინჯერსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ყატარში ადამიანების უფლებების დაცვის ფეხებზე დაკიდებაზე ისაუბრა… უფრო სწორად, იყვირა.
ცნობილია, რომ ყატარში სტადიონების მშენებლობას 6500 მუშა-მიგრანტი შეეწირა.
„მათ ყველა ეს ადამიანი მიაგდეს. ერთ ქვაბში ჩაყარეს! ამ ათი წლის განმავლობაში სულ ერთი და იგივე ხდებოდა. უსამართლობაა. ხალხი იღუპება! და იღუპებიან სიცხისგან. ყველანი ერთ ქვაბში ჩაყარეს მასწავლებლისგან დაწყებული, დამლაგებლებითა და ხელოსნით დამთავრებული. და ამას ეწირება ათასობით ადამიანი ლამაზი ციფრების გამო“.