რონალდ დე ბურმა ლამის ტელესკანდალი მოაწყო ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ეს დღეებია, ყატარში ფიფას კონგრესი მიმდინარეობს, ხოლო 1 აპრილს მონდიალის წილისყრაა. ნიდერლანდების ნაკრების, „აიაქსის“, „ბარსელონასა“ და „გლაზგო რეინჯერსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ყატარში ადამიანების უფლებების დაცვის ფეხებზე დაკიდებაზე ისაუბრა… უფრო სწორად, იყვირა. ცნობილია, რომ ყატარში სტადიონების მშენებლობას 6500 მუშა-მიგრანტი შეეწირა. „მათ ყველა ეს ადამიანი...
