Column: Infantino fawns over Putin, politicizes soccer body | AP News„სანი” წერს, რომ ფიფამ მთელი საფეხბურთო სამყარო რისკის ქვეშ დააყენა — ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2022 წლის მონდიალის ჩატარება შეიძლება სათუო გახდეს.

ბედის ირონიაა: იმ დღეს, როდესაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გამოაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებს (თუკი შეხვდება) არც ერთ დონეზე, არც ერთ შეჯიბრებაში არ ეთამაშება, ფიფამ პუტინის გუნდი „ყატარი 2022″-დან არ მოხსნა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ვითომ-გამოსავალი მოძებნა, რუსთა ეროვნულ გუნდს რუსეთის საფეხბურთო კავშირის გუნდი დაარქვა და დაადგინა, რომ ის ფლეი-ოფებს ნეიტრალურ მოედნებზე გამართავს. გარდა ამისა, თამაშების დროს სტადიონებზე არ აღიმართება რუსეთის დროშა და არ დაუკრავენ ჰიმნს.

იღებდა რა ამ გადაწყვეტილებას ფიფა ეტყობა კარგად ხვდებოდა, რომ ეს საკმარისი ვერაფრით იქნებოდა და მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოებას დამატებით ნაბიჯებსაც დაპირდა; დასძინა, დამატებითი ნაბიჯი შეიძლება რუსების შეჯიბრებებიდან მოკვეთასაც კი გულისხმობდესო.

„ყატარი 2022″-ის ფლეი-ოფში რუსეთი პოლონეთს უნდა შეხვედროდა, მათ შორის გამარჯვებული კი შვედეთსა და ჩეხეთს შორის უმჯობესს უნდა დაპირისპირებოდა და ასე გაირკვეოდა ჩამოთვლილი ოთხი გუნდიდან რომელი გაემგზავრებოდა მონდიალზე. პოლონეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებს გინდა საფეხბურთო კავშირის გუნდი დაარქვან და გინდა სხვა სახელი, ამით არაფერი იცვლება და თამაშს კატეგორიულად არ აპირებს. თუ შვედეთი და ჩეხეთიც იმავეს იტყვიან, ფიფას ვითომ-სანქციების თანახმად რუსეთი ავტომატურად ჩაითვლება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტად, ამას კი შეიძლება დიდი გართულებები მოჰყვეს.

თვალწინაა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მაგალითი. დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ, ქვეყნების უმეტესობაც ინგლისს მიბაძავს და რუსეთთან თამაშზე უარს იტყვის. გამოვა, რომ ფიფა რუსეთის გამო მონდიალს შლის.