ჩემპიონთა ლიგის ფინალი არა სანკტ-პეტერბურგის გაზპრომის სტადიონზე, არამედ პარიზის „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება – 28 მაისს.
საკითხი უეფას აღმასკომზე გადაწყდა.
„სტად დე ფრანსი“ პარიზის გარეუბან სენ-დენიშია. სტადიონი 1998 წელს აშენდა და საფრანგეთის ნაკრებმა პირველი მსოფლიო ჩემპიონობა სწორედ იქ იზეიმა.
მას შემდეგაც ბევრი დიდი მატჩი გაიმართა 80 000-იან სტადიონზე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალები 2000 და 2006 წლებში: „რეალი“-„ვალენსია“ 3:0, „ბარსელონა“-„არსენალი“ 2:1.
ფინალი რატომაც გადაიტანეს, ამას ალბათ აღარ სჭირდება ახსნა. ომი…
21-ე საუკუნეში ასეთი ამბები ხდება. ეს საფეხბურთო სფეროში პირველი ნაბიჯია რუსეთის წინააღმდეგ და ვნახოთ, შემდეგი… კიდევ ბევრი იქნება…
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
